გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: სამინისტროს ინტერესშია, პარლამენტმა კანონპროექტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს

14-07-2020

გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამოქალაქო აქტივისტების „გავიგუდე“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მიერ მოწონებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შესახებ   პარლამენტში განხილვის დაჩქარების საკითხი განიხილეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი კანონპროექტი საკმაოდ კომპლექსურია და ის მთლიანად შეცვლის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის  მიდგომებს. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის  შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული.

„საზოგადოების და კერძო სექტორის მზაობის გარეშე, ვერცერთი საკანონმდებლო ცვლილება შედეგს ვერ მოიტანს. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის შემუშავებისას ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა როგორც საჯარო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორთან. სამინისტროს ინტერესშია პარლამენტმა კანონპროექტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 „გავიგუდე“-ს წარმომადგენლებმა იმ რისკებზე ისაუბრეს, რასაც კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე განხილვა გამოიწვევს. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდეს და მისი მიღება დაჩქარდეს.