გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

თავდაცვის მინისტრმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

14-07-2020

14 ივლისი საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის დაბადების დღეა. საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს მთაწმინდის პანთეონში პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მისი მნიშვნელოვანი წვლილი აღნიშნეს. ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში წირვასაც დაესწრო.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯარში 21 წლის ასაკიდან მსახურობდა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ის საქართველოს არმიის ესკადრონის მეთაური იყო და ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ქაქუცა პარტიზანულ ბრძოლას ხელმძღვანელობდა და წითელი არმიის წინააღმდეგ შეფიცულთა რაზმი ჩამოაყალიბა. გეგმის მიხედვით, მის რაზმს თბილისი უნდა აეღო, თუმცა აჯანყება დამარცხდა და ქაქუცა ჩოლოყაშვილს საფრანგეთში მოუწია წასვლა, სადაც ის 1930 წელს გარდაიცვალა. 2005 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი თბილისში გადმოასვენეს და საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს.