გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

იმერეთში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა

1-03-2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს, კლინიკების წარმომადგენლებსა და გამგებლებს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანი იმუნიზაცია–ვაქცინაცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და  მედიკამენტების პროგრამაში დაგეგმილი სიახლეების გაცნობაა. მინისტრის განცხადებით, ის პერიოდულად ხვდება რეგიონებში სამედიცინო საზოგადოებას და დაგეგმილი სიახლების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
 
"ჯანდაცვის სამინისტრო პერიოდულად მართავს შეხვედრებს რეგიონებში სამედიცინო საზოგადოებასთან. დღესაც შევხვდით იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებს და კლინიკების ხელმძღვანელობებს. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია   მიმდინარე რეფორმების შესახებ. მოგეხსენებათ,  ყოველ წელს მეთოდების გაუმჯობესება საჭიროა და დღევანდელი შეხვედრაც ამაზე არის ორიენტირებული. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია  სისტემაში ჩართულობასა თუ ვაქცინაციის პროგრამაზე",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
 
კლინიკების ხელმძღვანელების განცხადებით, მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის მიმართულებით სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება.