გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რა მიზეზით დატოვებს „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებულ ოპოზიციას

14-07-2020

„პრაიმტაიმს“ ინფორმირებული წყარო დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შესაძლოა, გაერთიანებული ოპოზიციის რიგები დატოვოს.

 

პარტიაში ამაზე მსჯელობა დაწყებულია, საქმე გაერთიანებაში შემავალ პარტიებს ეხებათ, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით კვოტას ითხოვენ.

 

მათ შორის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ლიდერობს, ის გამსვლელ სიაში ცხრა კაციან კვოტას ითხოვს.  დანარჩენი პარტიები 2-ან 4-მდე.

 

ისე გამოდის, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მათ მოთხოვნებს დათანხმდება. 900 000 მხარდამჭერი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ოფიციალურად დეკლარირდა, გაგვინაწყენდება და ხმას აღარასოდეს აღარ მოგვცემს.

 

არც  ჩვენ და არც ჩვენს მხარდამჭერებს სხვა პარტიების პარლამენტში შესვლა არ აღელვებთ. ჩვენი რესურსით თავიანთი სავარძლებისთვის იბრძვიან.

 

ამიტომ, ასეთი ფორმით პარტნიორობა ყოვლად დაუშვებელია.“ – ამბობს წყარო.

 

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ. თუმცა, „პრაიმტაიმი“ „ახალი საქართველოს“ პრესსამსახურს დაუკავშირდა.

 

ვაშაძის პარტიაში ჩვენი წყაროს მოწოდებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საპარალმენტო სიებსა და კვოტებზე საუბარი ჯერ არ დაწყებულა.

 

„ამ საკითხის საჯარო და შიდა პარტიული განხილვები ჯერ არ გამართულა, თუმცა მალე დაიწყება და მედიას ამის შესახებ ინფორმაცია ექნება“ – აცხადებენ „ახალ საქართველოში“.

პრაიმტაიმი