14-07-2020
ხობში გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრებმა გზა გადაკეტეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი შვილი ქმრის ოჯახში დედამთილისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ნადარეიშვილები აცხადებენ, რომ გარდაცვლილის მეუღლის ოჯახი მათ მიცვალებულს დასატირებლად არ აძლევს.
ოჯახში ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში ცხოვრობს, სადაც ამ წუთებში საცობია, რადგან ოჯახის წევრები მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.
ცნობისთვის, 26 წლის ქალი მარტვილში, ბოსელში ჩამომხრჩვალი რამდენიმე დღის წინ იპოვეს.