გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საგამოძიებო ფუნქციის ეფექტიანი მუშაობისთვის 24-საათიანი ცხელი ხაზი ამოქმედდა

14-07-2020

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.

სახელმწიფო ინსპექტორმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამსახურის ახალი მიმართულების, მოხელეთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია დანაშაულის შესაძლო ნიშნების შესახებ შეტყობინებების დროულად მიღება, რათა არ მოხდეს მტკიცებულებების განადგურება: „სწორედ ამიტომ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დანერგა შეტყობინებათა დაუყოვნებლივ მიღების მექანიზმი - 24-საათიანი ცხელი ხაზი (რომლის ნომერია - 199). სწორედ ცხელი ხაზის მეშვეობით სამსახური იღებს შეტყობინებებს ყველა წყაროდან“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინებები შემოდის სხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ადვოკატებიდან, სახალხო დამცველის აპარატიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. აღნიშნულ ნომერზე - 199 - დაკავშირება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ფლობს ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.