გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შენგან განსხვავებით, რუსეთის кгб-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი – მირიან ნიკოლაძე სააკაშვილს

15-07-2020

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, თითქოს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მოისყიდეს, სოციალურ ქსელში პასუხობს.

 

„ეს ვიღას დაკარგვია, ვინმემ ხომ არ იცით? ეს პოლიტიკური გვამი ეს, ოცნების საფრთხობელობის გარდა, რომ აღარაფერი ფუნქცია აღარ გააჩნია ამ ცხოვრებაში, წაეთრევა ეს ხელისუფლება მალე, შენნაირი საფრთხობელა აღარავის დასჭირდება და მიგაბრძანებენ, სადაც ჯერ არს.

 

სულ “ყიდვა-გაყიდვა” როგორ ელანდებათ ამ უჯიშოებს ყველაფერში. შენგან განსხვავებით რუსეთის кгб-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი, ქართველმა იურისტმა გაზარდა“, – წერს მირიან ნიკოლაძე.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა ვიდეოჩართვისას განაცხადა, რომ 19 წლის გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მოსყიდულია. მისივე თქმით, ყველა ჩარეულია იმაში, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე ჩაიფარცხოს.

 

„ჩვეულებრივად ხდება მტკიცებულებების განადგურება, ის ადგილი დაწვეს… ბიძაა თუ ვიღაც, ვინც არის იქ, ჩვეულებრივად მოისყიდეს, როგორც ჩანს. ჩვეულებრივად ჩარეულია ყველა, რომ ეს ჩაიფარცხოს, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია იმ „კაწროსთან“, რომელიც ბერას ძალიან ახლობელია. ასევე, ეს ბანდა, რომელიც მათი ბანდაა.

 

ასეთივე ბანდა ჰყავს ივანიშვილის ძმას, რომელსაც არჩევნებზე იყენებს, გაკრიმინალებული სპორტსმენების ბანდა და ციხიდან გამოშვებული პირები, რომელთა ამოცანაა ყველა დაატერორონ, დააშინონ და ა.შ. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება არ მივაქციოთ და მერე ნორმალური პროკურორი დაინიშნოს“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

 

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

პრაიმტაიმი