გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ცხინვალში დაკავებული ზაზა გახელაძის მოსანახულებლად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მუშაობას აგრძელებს

15-07-2020

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრები ცდილობენ მოინახულონ ზაზა გახელაძე, რომელიც ცხინვალის საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.

კომიტეტის კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მაია ქარდავამ გვითხრა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

,,იცით, რომ ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. კორონავირუსის გამო, პროცედურები გართულებულია და, შესაბამისად, ამ პროცედურების დაცვით, შევეცდებით მოვინახულოთ ზაზა გახელაძე" - აცხადებს მაია ქარდავა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დაკავებულის მონახულების მოთხოვნით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას უკვე მიმართა.

მაია ქარდავას ზუსტი ინფორმაცია არა აქვს, თუ რა სახის ჭრილობა აქვს მიღებული დაკავებულს. ,,როგორც კი მოგვეცემა ნახვის შესაძლებლობა, ზუსტ ინფორმაციას მივაწვდით ოჯახს. ჩვენი წარმომადგენლები შეეცდებიან მოიპოვონ ეს ინფორმაცია. პირისპირ შეხვედრის საშუალება აუცილებლად უნდა მოგვეცეს" - ამბობს მაია ქარდავა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დილით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. ოსური მედიის ცნობით, დაკავება ახმაჯის ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ახალგორის რაიონს ეკუთვნის. 

დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი საკუთარ განცხადებაში უთითებს, რომ ზაზა გახელაძე შეიარაღებული იყო და ე.წ. მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც საპირისპირო სროლა მოყვა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს, ხოლო დე-ფაქტო რესპუბლიკის მიერ გავრცელებულ განცხადებას კატეგორიულად უარყოფენ.

შიდა ქართლი