გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ერგნეთში აქცია გაიმართა

15-07-2020

სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს ერგნეთში აქცია გამართეს. აქციის წევრები იმ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც ცხინვალში იმყოფებიან.

ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის მხარდასაჭერად სამოქალაქო მოძრაობის წევრები თბილისიდან ჩავიდნენ, მათ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, 3 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვთან 47-წლის ხვიჩა მღებრიშვილი, 11 ივლისს კი, - 33-წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დე-ფაქტო 

რესპუბლიკის წარმომადგენლებს განცხადება არ გაუვრცელებიათ.

მათთან შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წევრები ცდილობენ, თუმცა პანდემიის მიზეზით, დე-ფაქტო ხელისუფლება შეხვედრის პროცედურებს აჭიანურებს.

აქცია ერგნეთის საგუშაგოსთან უნდა გამართულიყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეები სოფელში არ შეუშვა.

"შიდა ქართლი"