გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დასეტყვილი ვენახები, გადახდილი სახურავები, წაქცეული ხეები - კახეთი სტიქიამ დააზარალა

16-07-2020

სტიქია კახეთში - ძლიერი ქარის, წვიმისა და სეტყვის შედეგად რამდენიმე მუნიციპალიტეტი დაზარალდა.

სეტყვამ ნაფარეულსა და ყვარელში ვენახები დასეტყვა. ასევე, ხეებია წაქცეული თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე, რის გამოც მოძრაობა შეფერხებულია.

თელავის მუნიციპალიტეტში სახლებს სახურავები აქვს გადახდილი.

წინასწარი ინფორმაციით, სეტყვამ სოფელი ნაფარეული და ყვარელი დააზარალა.

სტიქიის ზონაში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო კახეთის გუბერნატორი. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

რუსთავი2