16-07-2020
რუსთავში გიურზამ ძაღლი დაკბინა. არსებული ინფორმაციით შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.
პირველადი დახმარება მეტისის ჯიშის ძაღლს პატრონმა აღმოუჩინა, შემდეგ კი თბილისში, „ვეტერინარულ კლინიკა აბ-ვეტ ბუნება“-ში გადაიყვანა.
ვეტერინარის განცხადებით 3-4 საათიანი დაგვიანების შემთხვევაში, შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდებოდა.
„შემოვიდა სახის შეშუპებით, ნაკბენი აღენიშნებოდა ყბა-სახის მიდამოებში. ჩვენთან ის კბენიდან დაახლოებით 1 საათში მოიყვანეს. შევიყვანეთ სხვადასხვა სახის მედიკამენტები, რომელიც დაეხმარა იმაში, რომ ყველანაირი პროცესი, რომელსაც იწვევს გველის შხამი, დასტაბილურებულიყო“, – აცხადებს ვეტერინარი გიორგი ხმალაძე.
წყარო: „ინფო რუსთავი“