16-07-2020
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. განადგურებულია ვენახები და ნარგავები. სტიქიამ ასევე, საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა - ადგილზე ზარალის დამთვლელი კომისია მუშაობს.