გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

პრემიერ-მინისტრმა ლევან დავითაშვილს დაავალა, რთველისა და თხილის სეზონზე, ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს

16-07-2020


სოფლის მეურნეობა დინამიკურად ვითარდება, სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით 70 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რთველისა და თხილის სეზონი ახლოვდება, შესაბამისად ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა სჭირდებათ.

„მინდა, ბატონ მინისტრს გავახსენო, რომ გვიახლოვდება რთველი და თხილის სეზონი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მოგეხსენებათ, წუხელ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და ჩვენს ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.