გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი გახარია: მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა, მათ შორისა 19 დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და გურიის გომის მთა

16-07-2020

სოციალური დატვირთვის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ და ვიმსჯელებთ, ეს გახლავთ მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება კიდევ 59 დასახლებული პუნქტისთვის ეს გახლავთ: გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძის და დმანისის მუნიციპალიტეტები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, გურიაში გომის მთაც მიიღებს ჯერ დასახლებული პუნქტის, შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს.

„ფაქტობრივად გამოდის, რომ 246 000 ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს მიემატება 26 000 მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამასთან ერთად დუშეთის და გორის მუნიციპალიტეტებში ეს იქნება 19 დასახლებული პუნქტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე, მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი ძველი თემა, გურიაში გომის მთა ასევე მიიღებს ამ სტატუსს და ამ კუთხით სამართლიანობა აღდგება, დასახლებული პუნქტის სტატუსს და შემდგომ უკვე მაღალ მთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.