გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: აბიტურიენტი, რომელიც გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული, დარჩენილ ერთ გამოცდას მკურნალობის პირობებში ჩააბარებს

16-07-2020

აბიტურიენტი, რომელიც გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული, დარჩენილ ერთ გამოცდას ჩააბარებს მკურნალობის პირობებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა..

 

პრემიერის თქმით, აღნიშნული საკითხი შეთანხმებულია როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან.

 

„მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს გამოცდები. აბიტურიენტები და მათი მშობლები დაძაბულები არიან ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო, ინფექციის მიუხედავად კომფორტულ პირობებს უქმნის აბიტურიენტებს. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, რომ ერთ-ერთი აბიტურიენტი, გამოცდების ჩაბარების დროს აღმოჩნდა ინფიცირებული და დღეს მკურნალობს. მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. ჩვენ გავერკვიეთ და ეს არის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე, რომელსაც დარჩა ერთი გამოცდა და ჩვენ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის ამ დარჩენილ ერთ გამოცდას ჩააბარებს მკურნალობის პირობებში. ეს არის შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე ექიმებთან და განათლების სამინისტრო თავისი გამოცდით მივა აბიტურიენტთან, იმისთვის, რომ მან არ დაკარგოს ერთი წელი და შეძლოს სწავლის გაგრძელება, როგორც უკვე წარჩინებულმა სტუდენტმა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.