16-07-2020
მესტიაში, მდინარე მულხურაში მაშველებმა კაცის ცხედარი იპოვეს. მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.
მდინარეში გაუჩინარებული კაცის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ე.წ. დელიკის ტიპის ავტომანქანით 45 წლამდე კაცი მულახიდან ბეჩოს თემისკენ მიემგზავრებოდა, როდესაც მდინარეში გადავარდა. შემთხვევა 12 ივლისს მოხდა.