გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლევან კობერიძე რომან კაკულიას: პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ და მაგისთვის ალიყურს მიიღებ

16-07-2020

ასე მიმართა ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას დარგობრივი ეკომომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა მიმდინარეობდა.

„მგონია, რომ შენ არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ხარ ოთხი წელია და რა ხდება ეკონომიკაში, ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას, არც პასუხი არ მოგითხოვია არავისთვის. თუ ეგ ლაპარაკი გინდა, შემიძლია გავაგრძელო, მათ შორის გინდა ენერგეტიკა, გინდა ტელეკომუნიკაცია, რა პოლიტიკას ატარებ თუ იცი“, – მიმართა ლევან კობერიძემ რომან კაკულიას.

ლევან კობერიძის ამ განცხადებას კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა და დეპუტატს წესიერად საუბრისკენ მოუწოდა.

“როგორც ჩანს, მძინარე ფორმით შემოგიყვანეს “ქართულ ოცნებაში” და გვიან გამოიღვიძე, არავის არ ეშინია შენი ბღვერის. მორჩი ამ ბღვერებს და წესიერად ილაპარაკე. შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე, ძალიან მოხარულები ვართ ამ გამოღვიძებით.”შენი პოლიტიკური ბულინგის არავის ეშინია. შენ შეაშინე ვისაც შეშინებია ის. დაწყნარდი, თუ ძმა ხარ მორჩი ბოდიალს და პოლიტიკურ დემაგოგიას“, – მიმართა რომან კაკულიამ ლევან  კობერიძეს.

„მგონია, რომ ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ. დაყენებული სახით ლაპარაკობ, მიიღებ ერთ ალიყურს და ღირსიც იქნები. შენ ხარ უზრდელი და მაგისთვის მიიღებ, დემაგოგიც ხარ და მიიღებ მაღალ ალიყურს. ცოტა ღირსება შეინარჩუნე თუ გვაქვს კიდევ ცოტა რესურსი“, – მიმართა ლევან კობერიძემ რომან კაკულიას.

ipress