გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ლაშა კომახიძემ თანამდებობა დატოვა

16-07-2020

"მინდა დაგიდასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი ქალაქ ბათუმის მერის პოზიციიდან გადადგომის შესახებ. ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩემს მიერ არის სწორი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესის გათვალისწინებით. სიტყვა „ყველაში“ მე ვგულისხმობ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქალაქის ინტერესებს და იმ დაწყებული პროექტების რაც შეიძლება უმტკივნეულო განხორციელებას და ბოლომდე მიყვანას, რომლებიც ასეთი მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ ლაშა კომახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს. მას უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს ეწურებოდა.