გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რუსეთის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, წერტილი დაუსვას პროვოკაციულ ქმედებებს

16-07-2020

"შეშფოთებულები ვართ საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ.

სამწუხაროდ, თბილისი პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობასა და პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, წერტილი დაუსვას პროვოკაციულ მოქმედებებსა და განცხადებებს და გამოიყენოს დიალოგის ყველა ხელმისაწვდომი ფორმატი რუსეთთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის დისკუსიები და ასევე, კარასინ-აბაშიძის არაფორმალური მოლაპარაკებების ფორმატი, რათა არსებული პრობლემები კონსტრუქციული გზით გადაიჭრას", - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც, უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირება ხაზს უსვამს "თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის მოლაპარაკებების" დროულად დაწყების აუცილებლობას.

განცხადებაში ოფიციალური მოსკოვი „პროვოკაციული კომენტარებისთვის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც ადანაშაულებს.

"ეს ყველაფერი ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას,"- ნათქვამია განცხადებაში.