გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

როგორ ემზადება ჯანდაცვა მეორე ტალღისთვის - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

16-07-2020

მსოფლიო ჯანდაცვა ამბობს, რომ შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელია და შესაძლოა, ის უფრო „დამანგრეველი“ იყოს.

როგორ ემზადება საქართველოს ჯანდაცვა მეორე ტალღისთვის, ამაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ძლიერდება ინფექციის კონტროლი ჰოსპიტალურ სექტორზე.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საავადმყოფოებში არ გვქონდეს შიდა გადაცემა, საქართველოს ყველა ჰოსპიტალმა საჭიროების შემთხვევაში მიიღოს პაციენტები და მათი მიღება იყოს უსაფრთხო, როგორც პაციენტისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე იქ მყოფი პაციენტებისთვის. მზადების პროცესში ჩართულია რეგულირების სააგენტო, რადგან მოხდეს მითითებების მიცემა, შემდეგ უკვე გადამოწმება, რამდენად მზაობაა ამ კლინიკებში“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე სამედიცინო პერსონალის გადამზადება.

„გადამზადების პროცესი მიმდინარეობს, როგორც რეგულირების სააგენტოს მხრიდან, ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით.

ასევე, სრულად არის შესწავლილი ის საჭიროება, რამდენი სუნთქვის აპარატი შეიძლება იყოს კლინიკებში, როგორ მოხდება მათი გადანაწილება გეოგრაფიულად. გარკვეულწილად სახელმწიფო კლინიკების გადაიარაღება და ხელახლა მოწყობა ხდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის ვაქცინას, მინისტრის თქმით, ჯერჯერობით კონკრეტული სიახლე არ არის.

„თუმცა ჩვენ გვაქვს ნამდვილად ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. სოლიდარობის კვლევაში ჩართულობა, ზრდის შანს, რომ პირველივე შესაძლებლობის შემდეგ, როდესაც დადგინდება, რომ ვაქცინა ეფექტურია, საქართველო იქნება იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებისთვისაც გამოყოფილი იქნება ვაქცინის გარკვეული რაოდენობა“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“ -თან საუბრისას.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1006 შემთხვევაა, მათ შორის 883 გამოჯანმრთელებულია, 15 გარდაცვლილი.

pia