გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Exclusive: გახარია სიის სათავეში, ივანიშვილი პარლამენტში – ვინ ჩაიბარებს საკრებულოდან დეპუტატის მანდატს

16-07-2020

„ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ექსპერტი გია აბაშიძე პრაიმტაიმთან ექსკლუზიურად მმართველი პარტიის საარჩევნო სიის შესახებ საუბრობს.

როგორც აბაშიძემ სააგენტოსთან განაცხადა, დიდი ალბათობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარედ ან ვიცე-სპიკერად ვიხილოთ.

 

გია აბაშიძე: საარჩევნო სიაში რეიტინგული პოლიტიკური საჯარო პირები მოხვდებიან, მაგალითად, იქნება ეს გუბერნატორი, ცალკეული მერი, მინისტრი თუ მრჩეველი.

 

შესაძლოა, 76 მაჟორიტარიდან სიისთვის ის პოპულარული პირები შეირჩნენ, რომლებმაც ამ ოთხი წლის განმავლობაში საკუთარი საქმიანობით თავიანთი თავი და პარტია ასახელეს. ასეთები „ქართულ ოცნებაში“ არიან.

 

ასევე, არ არის გამორიცხული თბილისის საკრებულოდან რამდენიმე დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლოს. მათ სახელებსა და გვარებს, ბუნებრივია, ვერ დავასახელებ.

 

– „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა არ დაადასტურეს ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს. აქვს თუ არა პირველ ნორად წარდგენის უფრო მეტი შანსი პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას?

 

– ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში პირველი ნომერი პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე ხდება. დიდი ალბათობით, ჩემი ვარაუდით, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია იქნება.

 

როგორც ვიცი და საზოგადოებამაც იცის, თავად ბიძინა ივანიშვილმაც თქვა, რომ მას არ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა. ის არის მმართველი პარტიის დამფუძნებლი და ლიდერი. შესაძლოა, ის პარლამენტში იყოს – შესაძლოა, არ იყოს, (ვგულისხმობ სიაში იყოს ან არ იყოს) ეს მისი გადასაწყვეტია.

 

– რამდენად რეალურია ბიძინა ივანიშვილის რიგითი დეპუტატობის კანდიდატად დასახელება?

 

– რატომაც არა… იქნება რიგითი დეპუტატი, შესაძლოა, საკანონმდებლო ინიციატივებითაც  გამოვიდეს. შეიძლება, ივანიშვილი იყოს კომიტეტის თავმჯდომარე ან ვიცე-სპიკერი. არ ვიცი, ეს მისი და „ქართული ოცნების“ გუნდის გადასაწყვეტია.

 

– იქნებით თუ არა თავად „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში?

 

– ამის შესახებ მედიაში რამდენიმე თვეა უკვე იწერება. მე ერთი და იმავეს ვიმეორებ – თუ და როცა იქნება ოფიციალური შემოთავაზება, ამას ჩემი სოციალური ქსელიდან აუცილებლად ვიტყვი.

 

– ჯერჯერობით, არ შემოუთავაზებიათ?

 

– თუ და როცა იქნება, არ ვიცი. მე ტელეკომპანია „იმედზე“„არენას“ წაყვანას ვაგრძელებ.

 

– გაქვთ თუ არა თავად დეპუტატობის სურვილი?

 

– მე 2011 წლიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ. თუ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, რომ პარლამენტში, აღმასრულებელ სტრუქტურაში ვიყო, ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდები.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

პრაიმტაიმი