2-03-2018
„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, იტალიის სამთო კურორტ ლოზანოში მივლინებით წასულ ბორჯომის გამგეობის თანამშრომელმა 8 დღე რომში, მილანსა და ფლორენციაში გაატარა. მხოლოდ ერთი დღით გადავიდა ლოზანოში და მაშინაც არცერთი შეხვედრა არ გაუმართავს. თუმცა მისი მივლინების მიზანი სწორედ სამთო-საკურორტო გამოცდილების ჩამოტანა იყო.
„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, 2015-2016 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ჯამში უანგარიშო მივლინებებზე 64 500 ლარი დახარჯა.