17-07-2020
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ორი რუსთავის ,,ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ,,ცხელების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა, ცენტრში დაფიქსირებული შემთხვევებიდან, ერთი საშუალო ასაკის ქალი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანში მცხოვრები 65 წლის ქალის კონტაქტია, რომელსაც ,,კოვიდ 19“ რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მეორე კოვიდინფიცირებული ასაკოვანი მამაკაცია, რომელიც სოფელ ყარაჯალარიდან არის.
,,გუშინ ლაბორატორიაში 8 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, მათგან ორს დაუდასტურდა ,,კოვიდ 19“. ინფიცირებული, საშუალო ასაკის ქალია და ის გაჩიანში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. რაც შეეხება მორე შემთხვევას, ასაკოვანი მამაკაცია სოფელ ყარაჯალარიდან, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, თანმდევი დაავადებიდან გამომდინარე აქვს სუნთქვის უკმარისობა, დატვირთული ანამნეზი“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მაია რაზმაძემ.