გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში კელაპტრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები დასრულდა

17-07-2020

კასპში კელაპტრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების დასრულებული სამუშაოები, კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა ინსპექტირების ჯგუფის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

კელაპტრიშვილის ქუჩა 2018 წელს მოასფალტებული გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელებაა და იგოეთი - კასპი - ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას უერთდება. ასფალტის დაგებამდე 2018-2019 წლებში ქუჩაზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემები. 

ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი 1068 გრძივ მეტრზე დაიგო, მოეწყო რ/კბეტონის ღარები, ეზოში და გზასთან მისასვლელები, საგზაო ნიშნები. გზა ადაპტირებულია შშმ პირთა გადაადგილებისთვის. ათეული წლობით გაუვალი და დახრამული გზის კეთილმოწყობით მოსახლეობა კმაყოფილია, განსაკუთრებით მადლობას გამოთქვამს მაცხოვრის ეკლესიის მრევლი - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა.

პროექტი 680 014 ლარით დაფინანსებულია რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ, სამუშაოებს კი ელექტრონულ ტენდრში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებდა.