გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

წითელი ხიდის გამშვებ პუნქტზე რამდენიმე საათია 300-ზე მეტი მოქალაქეა გაჩერებული

2-03-2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი კირაჩმუღანლოში, წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რამდენიმე საათია 300-ზე მეტი მოქალაქეა გაჩერებული, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. მძღოლები ავტომობილების სავალდებულო დაზღვევას ვერ ახერხებენ.

ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მხოლოდ ერთი სადაზღვევო პუნქტი და სადაზღვევო აგენტი მუშაობს, რამაც რიგები შექმნა. მძღოლების თქმით, მოლოდინის რეჟიმში არიან ავტობუსების მგზავრებიც, რომელთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. „უკვე 10 საათია აქ ვარ, რიგში. მხოლოდ ერთი აგენტი მუშაობს და ერთი მანქანის გატარებას თითქმის ერთი საათი უნდება. აბა, ეს საქმეა?“, - ციტირებს ერთ-ერთი მძღოლის კომენტარს ქვემო ქართლის ტელევიზია.

მძღოლების თქმით, ისინი სადაზღვევო პაკეტის შეძენას ვერც ინტერნეტის საშუალებით ახერხებენ.

უცხოეთში რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის სავალდებულო დაზღვევა 1-ლი მარტიდან ამოქმედდა. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტი დაზღვეული არ იქნება, სატრანსპორტო საშუალება 100-დან 200-მდე ლარით დაჯარიმდება.

უცხო ქვეყნის ავტოტსატრანსპორტო საშუალებებს სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აზღვევს. როგორც ცენტრში განმარტეს, ამ დროისთვის მართლაც არსებობს ტექნიკური ხარვეზი, რომლის გამოსწორებაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

reginfo.ge