გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პროექტს „ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა

18-07-2020

პროექტს „ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის  სათაფლიაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, ახალგაზრდებისთვის მოეწყო ექსკურსია სათაფლიის ნაკრძალში, სადაც „საქართველოს ეროვნული პარკების“ წარმომადგენლმა ახალგაზრდებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მონაწილეობდნენ.

საგანმანათლებლო პროექტში 300-მდე დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ.