გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი კვირიკაშვილი წილკანში არჩილ ტატუნაშვილის მშობლებს შეხვდა

2-03-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივიდა და შვილის გარდაცვალების გამო ოჯახს მიუსამძიმრა.  კვირიკაშვილმა ტატუნაშვილის მშობლებს განუცხადა, რომ მათი შვილის ცხედრის გადმოსასვენებლად მთავრობა ძალას არ იშურებს.


"სამძიმარი ვუთხარი ოჯახს. ჩამოვედი და ვუთხარი ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ. ერთი რამ მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ახორციელებს ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის, ყველა ინსტრუმენტს ვიყენებთ იმისათვის, რომ უმოკლეს დროში იქნას ცხედარი გადმოსვენებული.

 რაც მოხდა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და ეს არის ძალიან ვერაგული ქმედება ქართველი, ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ. ყველაფერი არის გამიზნული იმისათვის, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ვდგამდით, იქნეს დისკრედიტირებული. საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულად გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც დღემდე ვახორციელებდით და რისი შედეგიც იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. ამას წინ ვერაფერი დაუდგება ნამდვილად და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ეს არის ჩემი სიტყვა"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე ერგნეთში გუშინ მეორე შეხვედრა გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გარდაიცვალა.