გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გახარია: ლუგარის ლაბორატორიის ფუნქცია უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ გამარჯვებასა და წარმატებაში, რომელიც ჩვენ, ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკების მართვაში

18-07-2020

ლუგარის ლაბორატორია არის უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიას ეხებოდა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ის ფუნქცია, რომელსაც დღეს, ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ გამარჯვებასა და წარმატებაში, რომელიც მთავრობას, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აქვს ვირუსის რისკების მართვაში.


„განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად, პანდემიას ვებრძვით, მერწმუნეთ, რომ ის ფუნქცია, რომელსაც დღეს, ლუგარის ლაბორატორია ასრულებს, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმ გამარჯვებასა და წარმატებაში, რომელიც ჩვენ, ყველას ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გვაქვს ვირუსის რისკების მართვაში. მე როგორც ვიცი, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ არ გვაქვს წინააღმდეგობა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველასთვის ღიაა ლუგარის კარი, ერთობლივად, გუნდურად, ყველამ ერთად რომ ნახოს, რა ხდება ამ ლაბორატორიაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.