გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი: წელს დაახლოებით 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტზე გასული

19-07-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტში, ახლადგაშენებული მოცვის ბაღი დაათვალიერა და სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს შეხვდა.

სოფელ ნოსირში,სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „ინტერაგრომ“ 10 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კომპანიამ ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 230,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „ინტერაგრო“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარიცაა. პროგრამის ფარგლებში კომპანიამ, ბაღის გაშენებისთვის,500,000 ლარის აგროკრედიტი მიიღო; 200,000 ლარი ბენეფიციარის ინვესტიციაა.

„დღეისათვის,საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღი 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. მიმდინარე წელს, ქვეყნიდან, დაახლოებით, 700 ტონამდელურჯი მოცვია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია. საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ ხორციელდებოდა. თუ ფერმერების მხრიდან დაინტერესების ეს ტემპი შენარჩუნდა, მომავალში ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტის მოლოდინი გვაქვს. ლურჯი მოცვის წარმოებაში ჩვენს ფერმერებს გამოცდილება უგროვდებათ. სახელმწიფოც ინტენსიურად არის ჩართული ამ პროცესში. პროექტი „დანერგე მომავალი“ ითვალისწინებს მნიშვნელოვან საგრანტო დახმარებასა და თანადაფინანსებას, რაცმოტივაციაა ინვესტორებისთვის. საქართველოს განსაკუთრებული კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, რომ ექსპორტი განვახორციელოთ ზუსტად იმ დროს, როდესაც ბაზარზე მეტი მოთხოვნაა და ნაკლები კონკურენცია. ამიტომ ეს კონკურენტული უპირატესობა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ლურჯი მოცვისაქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის მომტანი კულტურაიქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სენაკის მუნიციპალიტეტში, ლევან დავითაშვილთან ერთად, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ილია თამარაშვილი იმყოფებოდნენ.