გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი ა(ა)იპ დაწესებულებებში ვიზიტს და თანამშრომლებთან შეხვედრას განაგრძობს

19-07-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან ერთად, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა.

დავით ჩიკვაიძემ მუზეუმის ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის , ჩვენი კუთხის ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენისა და მოვლა- პატრონობისთვის, ასევე კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა შენობა, სადაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი პერიოდის ექსპონატებია დაცული. აღნიშნული უნიკალური მასალები მუზეუმის საცავებში ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა.

შეხვედრისას ისაუბრეს მუზეუმში არსებული პრობლემების, მათი გადაჭრის გზების, სამოქმედო გეგმების და სტრატეგიის შესახებ, რაც შემდგომში დადებითად აისახება მუზეუმების განვითარებაზე, ასევე ქალაქ ონში მიმდინარე ახალი მუზეუმის მშენებლობის შესახებ.