გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თავდაცვის მინისტრმა სამეგრელოსა და აჭარაში სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

19-07-2020

იმერეთის რეგიონის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სამეგრელოსა და აჭარაში გაეცნო. იმერეთის მსგავსად ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს სამეგრელოში. სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე - სრულად რემონტდება ყაზარმები, ხდება სახურავების გამოცვლა და ახალი პროფილირებული თუნუქის სახურავით გადახურვა, შენობა-ნაგებობი სინეტისგან დამცავი ანტიკოროზიული, ანტისეპტიკური და ნესტგამძლე საღებავებით იღებება, გარე ფასადები კი, ჰიდრო-თბო იზოლაციით შეიფუთება. ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში სპორტული მოედნებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაათვალიერა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ინტენსიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს აჭარაში მდებარე სამხედრო ქვედანაყოფში. მალე განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას. ადლიის სამხედრო ნაწილში რემონტდება საკონტროლო გამშვები პუნქტისა და შტაბის შენობები, ყაზარმები, სასადილო, სპორტდარბაზი, სამედიცინო პუნქტი, სასტუმრო და სხვა ტექნიკური დანიშნულების შენობები. მიმდინარეობს გარე განათების სრული რეაბილიტაცია და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი თავდაცვის მინისტრის დავალებით მიმდინარეობს. განახლებული და ახალი ინფრასტრუქტურა თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას. მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია 60 ლოკაციაზე.