გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თამაზ მოლაშვილი: ნიკა გვარამიამ მაშინ რატომ არ გამოიძია ჩემი შვილის ამბავი, როცა პროკურორად მუშაობდა

20-07-2020

სულხან მოლაშვილის მამა, თამაზ მოლაშვილი „მთავარი არხისა“ და ნიკა გვარამიას მიერ გიორგი შაქარაშვილის საქმის გაშუქებას გამოეხმაურა. როგორც მოლაშვილმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, მისთვის მიუღებელია ყოფილი გენერალური პროკურორის, ნიკა გვარამიას განცხადებები, რომლებსაც ის დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე აკეთებს.

„ეგენი რომ მიდიან სახლში, სარკეში არ იყურებიან? ეს რა ვთქვიო, თავის თავს არ ეუბნებიან მაგას? ასეთი უზნეობა, ასეთი თავაშვებულობა. როგორ ბედავენ? ვინ ეკითხება გვარამიას გამოძიებას? მაშინ რატომ არ გამოიძია ჩემი შვილის ამბავი, როცა პროკურორად მუშაობდა? მას ხმა არ ამოუღია მაშინ. მარტო ჩემზე კი არა, სხვებზეც, ვისი შვილებიც დაიღუპნენ“, – ამბობს მოლაშვილი.