გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საპარლამენტო უმრავლესობამ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის შესახებ რეზოლუცია დაარეგისტრირა

2-03-2018

საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში არჩილ ტეტუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას მოითხოვს.

რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოსვლა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

პარლამენტი რეზოლუციის პროექტს – „საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე” – მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ ტატუნაშვილი, სინამდვილეში, წამებით მოკლეს.

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.

imedinews.ge