გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ტყვეობაში რჩებიან

20-07-2020

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები ზაზა გახელაძე და ხვიჩა მღებრიშვილი ისევ ტყვეობაში რჩებიან. გუშინ ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 ივლისს გატაცებულ ხვიჩა მღებრიშვილს უკანონო ტყვეობის ვადა გაუხანგრძლივა და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახს ინფორმაცია დაკავებულის მდგომარეობის შესახებ გუშინ წითელმა ჯვარმა მიაწოდა. ოჯახი გატაცებულების შესახებ მეტ ინფორმაციას ითხოვს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მღებრიშვილი რეგიონში ღამურების შესაგროვებლად გადავიდა.

რაც შეეხება დაჭრილ ზაზა გახელაძეს, მას ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. ის ცხინვალის საავადმყოფოში, კარანტინშია მოთავსებული.

rustavi2