გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მაღალმთიანი და გამყოფი ხაზისპირა სოფლების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

20-07-2020

კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა მაღალმთიანი და გამყოფი ხაზისპირა სოფლების ვაკე-პანტიანის მისასვლელი და ქვემო ჭალასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. გზაზე მოეწყო რკინა ბეტონის სანიაღვრე არხები და გადასასვლელები.

აღნიშნული პროექტი გარდამავალი იყო და ორ ეტაპად მიმდინარეობდა. გზის 1 100 გრძივი მეტრი 2019 წელს მოეწყო, ხოლო 1 500 გრძივი მეტრი კი 2020 წელს გაგრძელდა.

პროექტის ღირებულება 3 124 444 ლარია, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენსისი“ ახორციელებს. კეთილმოწყობილი გზა კომფორტული იქნება როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებისას. გზით 3 სოფლის მოსახლეობის გარდა ისარგებლებს სხვილოს ციხესთან მიმსვლელი ვიზიტორებიც, რაც მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისათვის -აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა.