გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თალაკვაძე: არჩილ თალაკვაძე: საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს არჩევნები

20-07-2020

“რთულ გამოწვევებთან ბრძოლის, ფუნდამენტური რეფორმების გატარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების ფონზე, საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით ჩაატაროს, სამართლიანი და გამჭვირვალე, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„ამ წლების განმავლობაში, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან და ემიგრაციაში მყოფ თანამემამულესთან ერთად ვიმუშავეთ, რომ დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება, შეუქცევადი გაგვეხადა დემოკრატიული განვითარება, გვეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები და გაგვეზარდა ეკონომიკა”,- მიმართა დამსწრეებს არჩილ თალაკვაძემ.