გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გახარია: ვახერხებთ პანდემიის რისკების მართვას და ეს დავანახეთ მთელს მსოფლიოს

20-07-2020

ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ შევძელით და ვახერხებთ პანდემიის რისკების მართვას და ეს დავანახეთ მთელს მსოფლიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე სიტყვისთ გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს და ხალხთან ერთად გააგრძელებს წინსვლას საქართველოს წარმატებისთვის.


„ჩვენ რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით, და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება!

ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ განვაგრძოთ წინსვლა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაწყვეტი და ბევრი უკვე დაწყებული საქმე გვაქვს დასამთავრებელი. საბოლოო მიზანი კი გახლავთ - ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული და რაც მთავარია - სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა. ამისათვის, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა და არჩევნების დასრულებიდან მეორე დღესვე უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად, იმისთვის, რომ ის მიზნები, რომლებიც გვაქვს, მისი უზრუნველყოფა მოვახდინოთ.

ეს მიზნებია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამუშაო ადგილები და ეკონომიკის გაძლიერება, კეთილდღეობა. არ არსებობს კეთილდღეობა ქვეყნის, თითოეულ ქართულ ოჯახში კეთილდღეობის გარეშე, რა თქმა უნდა, ქვეყნის დეოკუპაცია და ზრუნვა ჩვენს დევნილებზე და რა თქმა უნდა, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ მშვიდობიანად ისინი დავაბრუნოთ თავიანთ, მშობლიურ სახლებში, ჩვენი შვილები, ახალგაზრდობა და მათი განათლება, რა თქმა უნდა, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეზე, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები და მათი, რა თქმა უნდა, ღირსეული სიბერე, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და ბოლოს, როგორც ყველაფრის შედეგი, ღირსეული წევრობა დიდ ევროპულ ოჯახში. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად საქართველოს გზა ევროპის მიმართულებით არის ყველაზე თვალსაჩინო, ყველაზე წარმატებული და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიყოთ უაღრესად სწრაფები და წარმატებულები. ამ ყველაფერს ჩვენ განვახორციელებთ ერთად. გუნდური მუშაობა არის ამ გზაზე წარმატების ყველაზე დიდი საფუძველი. ერთიანობა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ჩვენ შევძელით და ვახერხებთ პანდემიის რისკების მართვას და ეს დავანახეთ მთელს მსოფლიოს. ამიტომ, ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვგრძნობთ ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ ამ მხარდაჭერის ფასიც და პასუხისმგებლობაც გვესმის და დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს და ჩვენ, ხალხთან ერთად გავაგრძელებთ წინსვლას საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.