გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სურსათის ეროვნული სააგენტო საყანე ფართობებს ამუშავებს

20-07-2020

სურსათის ეროვნული სააგენტო და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, თხილის პლანტაციებისა და ტყის პერიმეტრის პარალელურად, ინტენსიურად ამუშავებს სიმინდის მასივებს.

აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული. ანჯელის საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.

მიუხედავად იმისა, რომ აზიური ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული, აუცილებელია საყანე ფართობების დამუშავება. ცივი შესხურების ტექნოლოგია გამოიყენება მავნებლის პირველი ნიმფების საწინააღმდეგოდ; საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ საადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონები.

„წამლობების პარალელურად, მიმდინარეობს ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. მათ გასულ წელს სიმინდის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მიიღეს. სახელმწიფოსა და ფერმერების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიმდინარე წელსაც სიმინდის ხარისხიან მოსავალს ველოდებით“, - განაცხადა საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.

სიმინდის მასივების დამუშავება ცივი შესხურების ტექნოლოგიით ეტაპობრივად გაგრძელდება.