გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დავით სერგეენკო: პარლამენტარის პოზიცია საპასუხისმგებლოა

20-07-2020

"ვფიქრობ, რომ მთავარია არა კონკურენტთან პაექრობაზე დროის ხარჯვა, არამედ იმაზე კონცენტრირება და ფოკუსირება, თუ რით შეგიძლია დაეხმარო და მხარში ამოუდგე შენს ამომრჩეველს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი ლეიტმოტივი ასეც იქნება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტარის პოზიცია საპასუხისმგებლოა.

"საერთაშორისო ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-4 წელიწადია. სულ ორი გამონაკლისი იყო. მე კი 7 წელი გამომივიდა, რაც საკმარისზე მეტია. ახალი ენერგია იყო საჭირო მინისტრის პოზიციაზე. პარლამენტარის პოზიცია, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოა, თუმცა აქ სპეციფიკაა სხვაგვარი", - განაცხადა სერგეენკომ.