გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოზარ სუბარი: 30-ვე კანდიდატი, რომელიც დასახელდა, არის ძალიან გამოცდილი

20-07-2020

„სამგორის რაიონი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბანია და ძალიან მრავალფეროვანი. მე იქ თითქმის 20 წელი ვიცხოვრე და ზეპირად ვიცი თითოეული ქუჩა და უბანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე განცხადებით, 30-ვე კანდიდატი, რომელიც დასახელდა, არის ძალიან გამოცდილი.

„ქართული ოცნება“ - ესაა გუნდი, რომელსაც აქვს ხალხის ნდობა და ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის პერიოდში, როცა თითოეული მოქალაქე და მთავრობის თითოეული წევრი ერთად ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. მნიშვნელოვანია, რომ 30-ვე კანდიდატი, რომელიც დასახელდა, არის ძალიან გამოცდილი. თითოეულ მათგანს ქვეყნის, თავისი კუთხისა და სამაჟორიტარო ოლქის განვითარებაში უზარმაზარი წვლილის შეტანა შეუძლია“, - აღნიშნა სუბარმა.