გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გამყრელიძე: გარდაბანში განვითარებული მოვლენები გვაღელვებს

20-07-2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში კორონავირუსი 20 პირს დაუდასტურდა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ხვალიდან გაფართოებული ტესტირება დაიწყება.~

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში განვითარებული მოვლენები ცოტა გვაღელვებს. რამდენიმე სოფელში 20 შემთხვევა დადასტურდა. ხვალიდან დაიწყება გაფართოებული კვლევები“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავიურის 1039 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 900 გამოჯანმრთელებულია, 16 გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში 5534 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 267 პაციენტი.

პია