გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კორონავირუსით გარდაცვლილ მე-16 პაციენტს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა

20-07-2020

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტი, 72 წლის მამაკაცია. როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მამაკაცი 16 ივლისს კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით გადაიყვანეს თბილისიდან, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრიდან, სადაც მანამდე მკურნალობდა.

ლიკა მუმლაძის განცხადებით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გარდა, პაციენტს სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა, იმყოფებოდა ჰემოდიალიზზე.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა. ეს 15 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1039-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 900.

დღემდე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე. უმრავლესობა ავღანეთში ნატოს მისიის მონაწილე ქართველი სამხედროა.

20 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5687 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232.

რადიო თავისუფლება