21-07-2020
ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე, ქუთაისში მომხდარ მკვლელობას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
„ეს ქალი, განსაკუთრებული სისასტიკით, დანას ურტყამდა, ახრჩობდა, ჭრიდა, აკივლებდა ახლგაზრდა დედას. ხმა ესმოდა ყველას დიახ ყველას თუმცა არავინ მიეშველა…
მოკლეს, დიახ მოკლეს… მასაჟისტმა ქალმა მოკლა ახლგაზრდა გოგო.
რა უნდა უქნათ ყველას, ვინც ამ მკველელობას ეზოდან უყურებდა?
ხვალ დილამდე პასუხიგებაში უნდა იყოს ყველა მიცემული. დიახ ყველა უკლებლივ…
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს ბუბა ჩივაძე.
შეგახსენებთ, რომ წუხელ ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას #27-ში მდებარე ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს.