გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მორიგი როტაცია განხორციელდა

21-07-2020

ამჯერად ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შესასრულებლად აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული გაემგზავრა. ალექსეევკას შერეული საავიაციო ბაზიდან ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ გააცილა. მან პირად შემადგენლობას მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

უახლოეს მომავალში აღმოსავლეთის სარდლობის ნაკრები ასეული მაიორ ზურაბ ცხადაძის მეთაურობით მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს. ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს და მისი მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირების ამოცანების განხორციელება იქნება.