გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარინა ეზუგბაია: დღეს დადასტურებული კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია

21-07-2020

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი იმპორტირებულია-მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. მისივე თქმით, ორი შემთხვევის წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევევი მიმდინარეობს.


"საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1049-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 903-ს შეადგენს. ახალი შემთხვევებიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი გახლავთ, 3 იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო დანარჩენი 2 კი, საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა. 2 პაციენტზე პირველწყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს," - ​განაცხადა ეზუგბაიამ.