გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოში იაპონიის ელჩი ონის მუნიციპალიტეტს ესტუმრა

21-07-2020

ონის მუნიციპალიტეტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში იაპონიის ელჩმა, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა ტადაჰარუ უეჰარამ სსიპ ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს საჯარო ლექცია ჩაუტარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ჩიკვაიძე და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შუქურა ჯაფარიძე.

ელჩმა უეჰარამ მოსწავლეებს გააცნო იაპონიის დიპლომატიური სამსახური და მისი თავისებურებები, ისაუბრა მისი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების და მიღწეული წარმატებების შესახებ. ელჩმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მსგავსებებს, ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

ღონისძიების დასასრულს ელჩმა დამსწრეთა კითხვებს უპასუხა და ბავშვებს მცირედი საჩუქრები გადასცა.