გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ეკატერინე ტიკარაძე: ეპიდემიოლოგების პასუხებს დაველოდებით და გარდაბანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებთ

21-07-2020


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი და ზოგადად, რა ზომების გატარება გახდება საჭირო აღნიშნულ მუნიციპალიტეტში, ამის შესახებ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარების შემდეგ იქნება მიღებული.

"ჩვენ ვიმსჯელებთ გარდაბანში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა მიდგომები იქნება გარდაბანთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გარდაბანში ჩაღრმავებული კვლევა, ჩვენ დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და უკვე გამოვლენილი რიცხვებიდან მივიღებთ გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა გარდაბანშიც მიღებული იგივე ზომები, რაც გვქონდა მარნეულში",-განაცხადა ტიკარაძემ.