გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ამირან გამყრელიძე: საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია

21-07-2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, საქართველოში ეპიდსიტუაცია მაინც მართვადია.

"საქართველოში ეპიდსიტუაცია მართვადია, ის დღესაც ემორჩილება კონტროლს. მაგრამ ბოლო 10 დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა სხვა დღეებთან შედარებით მომატებულია, რაც საყურადღებო ინდიკატორია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დამაფიქრებელი ინდიკატორია. აქამდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჭარბობდა ინფიცირებულებს, თუმცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირიქით მოხდა. აღნიშნული 63 შემთხვევიდან 7-ის წყარო ჯერ დაუდგენელია. ბოლო შემთხვევათა უმეტესობა მოდის გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან,"- განაცხადა გამყრელიძემ.