გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან დავითაშვილი: სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობები ჩნდება

21-07-2020

„სეზონური დასაქმების ტენდენცია, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ჩვენს მოსახლეობაში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, შეიძლება, მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე, ბოლო წლების ტენდენციები არის საკმაოდ დადებითი“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში ადამიანების დასაქმების ახალი შესაძლებლობები ჩნდება.

„დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობაში, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. დავინახეთ, რომ დარგი ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას იწყება. ახლა განსაკუთრებით აქტუალურია კახეთის რეგიონი, სადაც არის სეზონური დასაქმების საშუალებები. ვხედავთ, რომ ინტენსიურად და წარმატებით ბინავდება სხვადასხვა კულტურა. პირველ რიგში, ეს ატმის კულტურას ეხება, სადაც, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, დაახლოებით, 2 ათასამდე ადამიანია დასაქმებული. აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის ძალიან დიდი სურვილი იყო, სეზონურად, დასაქმებულიყვნენ თურქეთის რესპუბლიკაში. აჭარის ადგილობრივ მთავრობასთან და კახეთში, მუნიციპალიტეტებთან ერთად, სამუშაო ზალის კახეთში მობილიზება მოვახერხეთ, თუმცა, ესაა მხოლოდ ერთი ნაწილი. ჩვენ გვესმის, რომ შიდა დასაქმების ახალი პერსპექტივები ჩნდება სხვადასხვა კუთხეში და ჩვენ გვექნება მოსავლის აღებისა და დაბინავების ძალიან ინტენსიური პროცესი კახეთში, რომელიც უკავშირდება რთველს. ამის შემდეგ, გვექნება სამუშაო ძალის საჭიროება შიდა ქართლში“, - განაცხადა მინისტრმა.