გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გაჩიანის შესასვლელ პუნქტებში მოსახლეობის თერმოსკრინინგი და გაფართოებული ტესტირებები დაიწყება

21-07-2020

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ გაჩიანის შესასვლელ პუნქტებში თერმოსკრინინგის ჩატარებისა მოსახლეობის გაფართოებული ტესტირების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.


"გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ დაახლოებით, 1077 ადამიანი და მათგან 24 პოზიტიური შემთხვევა გამოვლინდა, 94 ადამიანი კი კარანტინშია გადაყვანილი. მინდა აღვნიშნო, რომ კონტაქტირებულ შემთხვევათა კარანტინში გადაყვანა გართულებულია. დღეს გარდაბანში გაფართოებული ტესტირება დაიწყო.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ გარდაბნის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. თუმცა, გაჩიანის შესასვლელ პუნქტებში თერმოსკრინინგი და ასევე, ამ რეგიონში მოსახლეობის გაფართოებული ტესტირებები დაიწყება,"-განაცხადა გამყრელიძემ.